როგორი იყო პრეზიდენტის რეაქცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - ეკა ბესელიას კომენტარი
ამას გვიმალავდნენ ამდენი ხანი და ამიტომ იყვნენ დამალულები? - ასე ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესების დამცველი, ეკა ბესელია საკონსტიტუციოს მოსამართლეტა პლენუმის გადაწყვეტილებას რუსულ კანონზე.
ბესელია ამბობს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაკვირვებია.
ამას გვიმალავდნენ ამდენი ხანი და ამიტომ იყვნენ დამალულები? თუ ამდენი ხანი უნდა ეფიქრა საკონსტიტუციოს თუ ეცადა, რა დავალებას მიიღებდა, ის მაინც ეთქვათ და გაებედათ, რომ ეს კანონი არჩევნებამდე მოდი გავაჩეროთ, იმიტომ რომ ახალი პარლამენტი ამ კანონს, ამ ცვლილების შემდეგ, რაც 26 ოქტომბერს მოხდება, მაინც გააუქმებს. ამ კანონს დღის სინათლე არ უწერია. უბრალოდ, ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შანსი, რომ მას თავად დაეცვა 78-ე მუხლი და მას ტავად ეჩვენებინა, რომ სასამართლოს აქვს გააზრებული პასუხისმგებლობა, რომელსაც კონსტიტუცია აკისრებს. კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა, კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებაზე უარის თქმა, აი ამას ნიშნავს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება. ველოდებოდი რომ ეს ორი მოსამართლე უთიოდ, მაგრამ მაინც მეგონა, რომ კიდევ რამდენიმე მოსამართლე გაბედავდა და იტყოდა, რომ ეს კანონი დროებით მაინც უნდა შევაჩეროთ საბოლო განხილვამდე. კი, არსებით განხილვამდე დავუშვათ და ამაზე შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას.
პრეზიდენტთან მქონდა კომუნიკაცია, მას არ გაკვირვებია ეს გადაწყვეტილება, თავიდანვე ეს განწყობა ჰქონფა. პრეზიდენტმა ამ სარჩელით იმიტომ კი არ მიმართა, რომ მას იმედი ჰქონდა, გაუძლებდა საკონსტიტუციო პოლიტიკურ ზეწოლას, პრეზიდენტმა დაიცვა 78-ე მუხლი და იმ მოქალაქეების უფლეა დაიცვა, ვისაც უნდოდა, რომ პრეზიდენტს ეს სარჩელი წარედგინა", - ამბობს ბესელია.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმი რუსული კანონის აღსრულებას არ აჩერებს - ერთ თვიანი და 9 დღიანი ფიქრის შემდეგ, 8 მოსამართლის გადაწყვეტილება რუსული კანონთან დაკავშირებით ცნობილია. საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს მსჯელობას, არის თუ არა რუსული კანონი კონსტიტუციური და ირღვევა თუ არა 78-ე მუხლი. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
ისტორიულ სარჩელს ორი მოსამართლის, თემურ ტუღუშის და გიორგი კვერნჩხილაძის განსხვებულია აზრი დაერთო. კიდევ ერთი განსხვავებული აზრი დაიწერა ევა გოცირიძის მხრიდან. მოსამართლე თვლიდა, რომ 78-ე მუხლის დადგენას ადგილი არ ჰქონდა, შესაბამისად, მას მიაჩნდა, რომ სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიღებულიყო.