როცა საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება კონსტიტუციას ვერ იცავს, ამის ვალდებულება მოქალაქეებმა უნდა იტვირთონ - ნაცვლიშვილი

09.10.24 15:36
როცა საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება კონსტიტუციას ვერ იცავს, ამის ვალდებულება მოქალაქეებმა უნდა იტვირთონ - ნაცვლიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ანა ნაცვლიშვილი "სამარცხვინოს" უწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით რუსეთის მსახური ხელისუფლების გზა გააგრძელა. 

ამასთან, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ახლა ჯერი ქართველ ხალხზეა, რომელმაც ისტორიის ეს სამარცხვინო ფურცელი 26 ოქტომბერს უნდა გადაწეროს. 

მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიულ სირცხვილს. დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გააგრძელა რუსეთის მსახური ხელისუფლების გზა და იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც ვერ გაბედეს, დაეცვათ საქართველოს კონსტიტუცია, თავისი თავი მიამატეს 84 რუსი დეპუტატის სიას, რომლებმაც ხელი მოაწერეს რუსულ კანონს.

ეს არის სამარცხვინო ფურცელი ამ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს და სამართლწარმოების ისტორიაში, მაგრამ მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ სამარცხვინო ფურცელს გადაწერს და გამარჯვებად გადააქცევს ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებზე. საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ და არ დაიცვა კონსტიტუციის 78 მუხლი და ამით უარი უთხრა საქართველოს ათი ათასობით მოქალაქეს და კონსტიტუციაში დაფიქსირებულ ურყევ ნებას, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროკავშირში. 
 

ამიტომ, როდესაც  საკანონმდებლო ხელისუფლება, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლება და ახლა უკვე სასამართლო ხელისუფლება არ და ვერ იცავს ქვეყნის კონსტიტუციას, კონსტიტუციის დაცვის უფლებაც და ვალდებულებაც ეკუთვნით მოქალაქეებს. 

დიახ, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ და ხაზგასმისთ ადასტურებს იმას, რომ ერთადერთი, ვის ხელშიც ახლა არის საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენა, ეს არიან საქართველოს მოქალაქეები და ეს დრე ძალიან მალე, 26 ოქტომბერს დადგება.

ვწუხვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სამარცხვინო გაუბედაობა გამოიჩინა, მაგრამ მახარებს, რომ ამ ვითარებაშიც კი გამოჩნდნე გამონაკლისი მოსამართლეები, რომლებმაც მიიღეს კონსტიტუციის დაცვის გადაწყვეტილება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ყველა სიტუაციაში არის შესაძლებლობა, ადამიანმა შეინარჩუნოს პროფესიული ღირსება, განახორციელოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დადგეს ისტორიის სწორ მხარეს. საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა დადგება ისტორიის სწორ მხარეს 26 ოქტომბერს, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.  
 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმი რუსული კანონის აღსრულებას არ აჩერებს - ერთ თვიანი და 9 დღიანი ფიქრის შემდეგ, 8 მოსამართლის გადაწყვეტილება რუსული კანონთან დაკავშირებით ცნობილია.  საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს მსჯელობას, არის თუ არა რუსული კანონი კონსტიტუციური და ირღვევა თუ არა 78-ე მუხლი. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. 

ისტორიულ სარჩელს ორი მოსამართლის, თემურ ტუღუშის და გიორგი კვერნჩხილაძის განსხვებულია აზრი დაერთო. კიდევ ერთი განსხვავებული აზრი დაიწერა ევა გოცირიძის მხრიდან.  მოსამართლე თვლიდა, რომ 78-ე მუხლის დადგენას ადგილი არ ჰქონდა, შესაბამისად, მას მიაჩნდა, რომ სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიღებულიყო.  

 

მსგავსი სიახლეები