საკონსტიტუციომ ხელი საკონსტიტუციო სასამართლოს ლიკვიდაციას მოაწერა - ყოფილი მოსამართლე
საკონსტიტუციო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს ლიკვიდაციას მოაწერა ხელი - ასე აფასებს საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე, ქეთევან ერემაძე მოსამართლეტა პლენუმის მიერ რუსულ კანონზე მირებულ გადაწყვეტილებას.
ერემაძე მოსამართლეებს პირდაპირ ეუბნება, რომ ამ ტვირთის ტარება სიცოცხლის ბოლომდე მოუწევთ.
რაც შეეხება საოლქო ჩანაწერს, ერემაძე, რომელიც სასამართლოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი იყო, ამბობს, რომ ჩანაწერი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.
საკონსტიტუციო სასამართლომ, სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ლიკვიდაციას მოაწერა ხელი. ეს ტვირთი მოსამართლეების არის სიცოცხლის ბოლომდე, არა მხოლოდ პროფესიული კარიერის ფარგლებში. მაგრამ, ამ ტვირთს ვერ მოიხსნის თავად საკონსტიტუციო, მათ შორის, თაობების შეცვლის შემდეგაც. რაც შეეხება საოლქო ჩანაწერს, ეს არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. არცერთი არგუმენტი, რომელიც საკმარისზე მეტი იყო სამივე სარჩელში, არცერთი არგუმენტი არ გაიზიარა სასამართლომ და ერთი ზოგადი პასუხია ყველა ამ საკითთან დაკავშირებით, რომ თუკი გამოუსწორებელი საფრთხე რეალისტური იყო, მაშინ ის აქამდეც დადგებოდა. ანუ არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთოდ მთლიანად ქვეყანა მან დატოვა იუსტიციის სამინისტროს კეთილი ნების იმედად. განსაკუთრებით ცინიკურია 78-ე მუხლთან მიმართებით. სასამართლო ამბობს, რომ ვერ დაინახა კავშირი ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემასა და ამ კანონს შორის. დღის განმავლობაში, 10 წუთში ერთხელ მოდის ინფორმაცია, რომ ეს არის შეუქცევადი დაბრკოლება ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე", - ამბობს ქეთევან ერემაძე.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმი რუსული კანონის აღსრულებას არ აჩერებს - ერთ თვიანი და 9 დღიანი ფიქრის შემდეგ, 8 მოსამართლის გადაწყვეტილება რუსული კანონთან დაკავშირებით ცნობილია. საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს მსჯელობას, არის თუ არა რუსული კანონი კონსტიტუციური და ირღვევა თუ არა 78-ე მუხლი. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
ისტორიულ სარჩელს ორი მოსამართლის, თემურ ტუღუშის და გიორგი კვერნჩხილაძის განსხვებულია აზრი დაერთო. კიდევ ერთი განსხვავებული აზრი დაიწერა ევა გოცირიძის მხრიდან. მოსამართლე თვლიდა, რომ 78-ე მუხლის დადგენას ადგილი არ ჰქონდა, შესაბამისად, მას მიაჩნდა, რომ სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიღებულიყო.