რუსული რეჟიმი არ ჩერდება და ხალხის მონაპოვარის წართმევას ცდილობს - სალომე სამადაშვილი

09.10.24 22:26
რუსული რეჟიმი არ ჩერდება და ხალხის მონაპოვარის წართმევას ცდილობს - სალომე სამადაშვილი

ყველაფერი რასაც აკეთებენ საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრები ევროპაში, იქნება ეს ევროპარლამენტში თუ ევროპული საბჭოს განხილვაზე,  ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად კეთდება - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა. 

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლით მოიპოვა კანდიდატის სტატუსი. 

ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ხაზგასმით იყო ნათქვამი მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა არცერთი ვალდებულება, ქართველი ხალხის გმირულმა ბრძოლამ ევროპული მომავლისთვის დაარწმუნა ევროკავშირი, რომ ჩვენთვის მხარი დაეჭირა და ხალხმა მოიპოვა კანდიდატის სტატუსი. ახლა რუსული რეჟიმი არ ჩერდება და ამ ხალხის მონაპოვარს წართმევას ცდილობს ჩვენი საზოგადოებისთვის"- აცხადებს ოპოზიციის ლიდერი. 

495 მოხმრე და 73 წინააღმდეგი - ევროპარლამენტში ივანიშვილის და მისი მსახურების დასანქცირების მოთხოვნით რეზოლუცია მიიღო. 

ამასთან დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტის შემდეგ, ივანიშვილის სანქცირების შესახებ რეზოლუციის დამტკიცებას გერმანიის ბუნდესტაგი აანონსებს.

მსგავსი სიახლეები