კრამერი ქართველ ხალხს: ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ
“მინდა ძალიან ცხადი ვიყო, ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკელი ხალხი, ამერიკის მთავრობა ქართველი ხალხის საუკეთესო მეგობრები არიან"- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი "ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
მისი თქმით, არცერთი შეზღუდვა, რომელსაც პარტნიორები საქართველოს ხელსიუფლების ნაბიჯების საპასუხოდ აწესებენ, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ არ არის მიმართული.
მეტიც, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მისთვის მტკიცნეულია იმის ნახვა, თუ როგორი მცდარი გზით მიჰყავს "ქართულ ოცნებას" ქვეყანა:
ის, რომ მათ (საქართველოს ხელისუფლებას) ქვეყანა მიჰყვათ მცდარი გზით, ძალიან მტკივნეულია. სანქციები, რომლებიც მოიცავს საქართველოს, არავის არ გვიხარია. ჩვენ მივაღწიეთ წერტილს, სადაც სანქციების ენით ვსაუბრობთ, საქართვლოს მთავრობის (შიძლება ეს ჯერ არ მომხდარა მაგრამ სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ) და მოსამართლეებს წინააღმდეგ.
ეს ძალიან არასასიამოვნო გამოხატულებაა ივანიშვილის, კობახიძის და სხვა პირების გადადგმული ნაბიჯებისა.
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს, იმიტომ რომ იყო ბრწყინვალე დემოკრატია, რა თქმა უნდა, ყველა დემოკრატიას აქვს დრო და დრო ჩავარდნა, ჩვენ გვსურს, რომ ვიხილოთ დაბრუნება სწორ გზაზე და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასეც მოხდება. ეს არ არის მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი, ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი"- დასძინა მან. (სინქრონული თარგმანი)
ასევე ნახეთ: