გერმანია "ოცნებას" საქართველოს ევროპული მომავლის გარანტორად აღარ განიხილავს - გიგიაძე

10.10.24 11:25
გერმანია "ოცნებას" საქართველოს ევროპული მომავლის გარანტორად აღარ განიხილავს - გიგიაძე

გერმანიის ბუნდესტაგში საქართველო საკითხზე დაგეგმილი მსჯელობის პარალელურად, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძე ფიქრობს, რომ გერმანია "ქართული ოცნების" ხელისუფლებების პირობებში საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს ვეღარ ხედავს. 

EPRC-ის უფროსი მკვლევარი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოებიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისა და საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე რეზოლუციის პროექტს წარადგენენ. 

"ინდივიდუალურად დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით" - აცხადებს გიგი გიგიაძე. 

გერმანია არის ყველაზე მძიმეწონიანი ქვეყანა ევროკავშირში. გერმანია იყო ჩვენ პერსპექტივაში ყველაზე უფრო ხელჩასაჭიდი, ყველაზე რეალური პარტნიორი. ქართული დიპლომატია ყოველთვის ცდილობდა, რომ გერმანიასთან განსაკუთრებული ურთიერთობების ხარჯზე მომხდარიყო საქართველოს პროგრესი, როგორც ევროპული, ასევე ევროატლანტიკური მიმართულებით. გერმანიაც უკვე ვეღარ ხედავს ვერანაირ მომავალს "ქართულ ოცნებასთან", ამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ისინი უკვე აღარ განიხილავენ მათ როგორც საქართველოს ევროპული მომავლის გარანტორს. ვფიქრობ, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიც, დიდი ალბათობით, მსგავსი სახის რეზოლუციებს მიიღებენ და ინდივიდუალურად დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით", - ამბობს გიგი გიგიაძე. 

ევროპარლამენტის შემდეგ, საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებას გერმანიის ბუნდესტაგი აანონსებს - გერმანიის პარლამენტის წევრები მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეზოლუციის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ბუნდესტაგის წევრები დაჟინებით მოითხოვენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას

ასევე, გერმანიის პარლამენტის დეპუტატები მოითოხვენ, გამოვლინდეს ფაქტები, რომლებიც შეიძლება, მიზნობრივი სანქციების დაწესების საბაბი გახდეს. 

რეზოლუციის დოკუმენტში ბევრი ჩანაწერია "ოცნების" მიერ მიღებულ რუსულ კანონებთან დაკავშირებით. ასევე ნათქვამია, რომ "ოცნების" სულ უფრო ავტორიტარული და საზოგადოების გახლეჩვისკენ მიმართული მმართველობის სტილი 26 ოქტომბრის არჩევნების წინ პოლიტიკური დაპირისპირების გამყარების მიზეზია. 

მსგავსი სიახლეები