გერმანია ცალსახად ეუბნება "ოცნებას, რომ მათ პირობებში ევროპის კარი დაკეტილია - დოლიძე

10.10.24 14:10
გერმანია ცალსახად ეუბნება "ოცნებას, რომ მათ პირობებში ევროპის კარი დაკეტილია - დოლიძე

"გერმანია ცალსახად ეუბნება "ოცნებას" და გვეუბნება ჩვენ, რომ ამათ პირობებში ევროპის კარი დაკეტილია" - ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ გააკეთა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ახლა საჭიროა, რომ მოახლოებულმა არჩევნებმა სამართლიან და მშვიდ პირობებში ჩაიაროს და ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა გუნდმა ქვეყანა ევროპულ კურსზე დააბრუნოს. 

განსაკუთრებით გერმანია არის წამყვანი სახელმწიფო ევროკავშირში. მერამდენედ, ცალსახად ეუბნებიან ხელისუფლებას და გვეუბნებიან ჩვენ, რომ ამათ პირობებში ევროპის კარი ჩვენთვის არის დაკეტილი. მთავარია ახლა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ აქ ჩატარდეს წყნარად და სამართლიანად არჩევნები, ხელისუფლება შევცვალოთ და ახალმა გუნდმა ისეთი რეფორმები ჩავატაროთ, რომ ევროპულ კურსზე დავბრუნდეთ", - ამბობს ანა დოლიძე.

ევროპარლამენტის შემდეგ, საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებას გერმანიის ბუნდესტაგი აანონსებს - გერმანიის პარლამენტის წევრები მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეზოლუციის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ბუნდესტაგის წევრები დაჟინებით მოითხოვენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას

რეზოლუციას, რომელშიც ბევრი ჩანაწერია "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით, დღეს, 10 ოქტომბერს, 20:00 საათზე განიხილავენ. 

მსგავსი სიახლეები