ქოცები გერმანიის მხრიდან დაინახავენ იმის შეფასებას, თუ როგორ აფერხებს "ოცნება" ევროინტეგრაციის პროცესს - ცისკარიშვილი
"ქოცები და მათი მიმდევრები გერმანიის მხრიდან დაინახავენ იმის შეფასებას, თუ როგორ აფერხებეს "ოცნება" საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში დარჩენით საქართველო რუსეთის გუბერნიად გადაიქცევა და საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა.
გერმანია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ქმნის პოლიტიკურ ტრენდს. აქედან გამომდინარე, თუ ევროპარლამენტის რეზოლუცია არ იყო საკმარისი, ახლა ქოცები და მათი მიმდევრები დაინახავენ გერმანიის მხრიდან იმის შეფასებას, თუ რას აკეთებენ ისინი საქართველოში, როგორ აფერხებენ ჩვენი სახელმწიფოს ევროინტეგრაციას, როგორ უქმნიან საფრთხეს ვიზალიბერალიზაციას. თითოეული მოქალაქის და ოჯახის შემოსავლებზე აისახება ის, რომ ჩვენ ვიქნებით იზოლაციაში, რუსეთის გუბერნიად გადაქცეული, რაც თავისთავად ნიშნავს სიღატაკეს და უბედურებას", - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
ევროპარლამენტის შემდეგ, საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებას გერმანიის ბუნდესტაგი აანონსებს - გერმანიის პარლამენტის წევრები მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეზოლუციის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ბუნდესტაგის წევრები დაჟინებით მოითხოვენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.
რეზოლუციას, რომელშიც ბევრი ჩანაწერია "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით, დღეს, 10 ოქტომბერს, 20:00 საათზე განიხილავენ.