კნუტ აბრაჰამი: ევროკავშირმა ქართველი ხალხი მმართველი პარტიის ნაბიჯების გამო არ უნდა დასაჯოს
"პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წევრ კნუტ აბრაჰამთან.
გავლენიანი დეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ ის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის ჩამორთვმევას ეწინააღმდეგება.
მისივე თქმით, ევროკავშირმა ქართველი ხალხი მმართველი პარტიის მიღებული კანონებისა და მათი ნაბიჯების გამო არ უნდა დასაჯოს.
ეს არ არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა, როგორც ევროკავშირის ასოცირებული წევრი, საქართველო სტანდარტებს უნდა მიჰყვებოდეს. ბრიუსელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეეჩერებინა, წინააღმდეგი ვართ კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევის და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების, რადგან ევროკავშირმა არ უნდა დასაჯოს ქართველი ხალხი მმართველი პარტიის მიღებული კანონებისა და მათი ნაბიჯების გამო"- დასძენს დეპუტატი.
ასევე ნახეთ
- ბუნდესტაგის დეპუტატი - საქართველოში განვითარებულმა პროცესებმა შეგვაშფოთა, ვსვამთ კითხვას: როგორ ჩატარდება არჩევნები?
- ბუნდესტაგის სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე, დეპუტატი აბრაჰამი სანქციებს აანონსებს