"ოცნება" პანიკაში და ისტერიკაშია - ნიკა ფარულავა

10.10.24 17:05
"ოცნება" პანიკაში და ისტერიკაშია - ნიკა ფარულავა

"ქართული ოცნება" ისტერიკაშია - ასე პასუხობს კოალიცია "ცვლილებები" მამუკა მდინარაძეს, რომელიც დღეს თან ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია სუსტია და თან ისიც დაუშვა, რომ შესაძლოა, ხელისუფლებაში სწორედ მათი ოპონენტები მოვიდნენ.

ნიკა ფარულავას თქმით, ივანიშვილის გუნდს  დამარცხებით გამოწვეული პანიკა აქვთ: 

ეს ყველა შეუთანხმებელი და აღრეული მესიჯები და გზავნილები მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად "ქართული ოცნება" არის ისტერიკაში. მათ აქვთ დამარცხებით გამოწვეული პანიკა. მამუკა მდინარაძემ უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ არაფერი არ აქვს სანერვიულო, იმიტომ, რომ ევროკავშირი, რომელსაც მოვიტანთ ამ ქვეყანაში კოალიციური მმართველობით, 26 ოქტომბერს, გამარჯვების შემდეგ, მათ შორის იქნება მისი შვილებისთვისაც. მის შვილებსაც მოუტანს უსაფრთხოებას, იმიტომ, რომ ევროკავშირის არის უსაფრთხოების გარანტი ყვეალსთვის", - განაცხადა ნიკა ფარულავამ. 

მსგავსი სიახლეები