ბუნდესტაგში საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვა მიმდინარეობს

10.10.24 20:15
ბუნდესტაგში საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვა მიმდინარეობს

 

ბუნდესტაგში საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვა დაიწყო - გერმანიის პარლამენტი ქვეყნის კანცლერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პარტიების მიერ მომზადებული  უმწვავესი რეზოლუციის დასამტკიცებლად ემზადება.

სხდომა ბუნდესტაგში "მწვანეთა პარტიის" დეპუტატმა გახსნა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ საქართველო წინ ვერ წაიწევს, თუ დასავლურ კურსს არ დაუბრუნდება.

"მწვანეთა პარტია" პარტია რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორია. 

საზოგადოების უმეტესობას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც ხედავენ ევროკავშირში საკუთარ თავს.  რაც შეეხერბა მათ მიმართ მოპყრობას, არის არაპროპორციული ძალის გამოყენება და ადამიანის უფლების დარღვევა, ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ სურს დაუბრუნდეს დემოკრატიულ კურსს მას მასიურად ემუქრებიან, მათ შორის მმართველი პარტია მაქსიმალურიად ზღუდავს სექსუალურ უფლებებს. რეალურად საქართველო ახლა  დგას გზასაყარზე, 2 წლის განმალობაში, როგორც დაიწყო ომი უკრაინაში, მოხდა რადიკალიზაცია, ეს არჩევნები რომელიც უნდა ჩატარდეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის.
მათ შორის უდიდეს როლს ითამაშებს მასზე დაკვირვება, რამდენიად სამართლიანად, გამჭვირვალედ და პატიოსნად ჩატარდება. დაშინება და ასეთი დაპირება უნდა იქნას გათვალისწინებული ჩვენს მოხსენებაში, რომელშიც განიხიელბა სწორედ ეს საპარლამენტო არჩევნები.  გასაგებია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არ გადაიდგმება დამატებითი ნაბიჯი მანამ, სანამ არ განხორციელდება ის რასაც ვითხოვთ.  ჩვენ მოვითხოვთ დემოკრატიას და არა ავტორიტარულ მმართველობას. ის აქტივისტები და ლგბტ საზოგადოების წევრები რომლებიც ექვემდებარებიან მუქარას და ძალადობას, უნდა იყვნენ დაცული. ეს უნდა იყოს საზომი", - განაცხადა ბუნდესტაგის დეპუტატმა.

 გერმანიის პარლამენტის წევრები მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეზოლუციის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ბუნდესტაგის წევრები დაჟინებით მოითხოვენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას

 

მსგავსი სიახლეები