"პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებული ივანიშვილის გამოსვლა" - საბა ბუაძე ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე

11.10.24 11:31
"პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებული ივანიშვილის გამოსვლა" - საბა ბუაძე ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე

პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებული ივანიშვილის გამოსვლა, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი გუშინ ბათუმში გამართულ "ოცნების" ღონისძიებას, საიდანაც მოქალაქეები გაიქცნენ. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ივანიშილს ხალხისთვის სათქმელი აღარაფერი დარჩა და ის, რაც 12 წელიწადში ვერ შესრულდა, "ოცნება" ვერც მომდევნო წლებში შეასრულებს.


ხალხმა გუშინ კიდევ ერთხელ მოისმინა პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებული ივანიშვილის გამოსვლა, რომელიც 26 ოქტომბერს განწირულია მსრცხისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ საჯარო მოხელეების და სოციალურად დაუცველების უპრეცედენტო მობილიზება და მათზე ზეწოლით შეეცადნენ, რომ შეექმნათ ამ ღონისძიების ფონი, ჩვენ ვნახეთ, რომ ქართველი ხალხისთვის სათქმელი ივანიშვილს არაფერი აქვს, ვიანდაინ რაც 12 წლის განმავლობაშ არ შესრულებულა, ის არც მომავალ 12 და არც 32 წელშ არ შესრულდება, იმიტომ, რომ ამ ხალხს არ გააჩნია არც შესაბამისი ცოდნა, არც კეთილსინდისიერება და ხედვა იმისა, რომ ამ ქვეყანაში რაიმე, თუნდაც მცირედი, პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს, - ამბობს საბა ბუაძე.
 

ბათუმში გამართული საარჩევნო შეხვედრიდან ბიძინა ივანიშვილს ხალხი გაექცა. როგორც კი შუშის აკვარიუმში ოლიგარქი ჩადგა, ხალხი დაიფანტა. ამას ადასატურებს "პირველების" კამერის მიერ გადაღებული კადრებიც. არადა, ბათუმის ბულვარში ოლიგარქის მოსასმენად საჯარო მოხელეები მთელი აჭარიდან მოაბილიზეს.  

მსგავსი სიახლეები