ქართველმა ხალხმა ივანიშვილს განაჩენი უკვე გამოუტანა - ელგუჯა ბაგრატიონი

11.10.24 11:37
ქართველმა ხალხმა ივანიშვილს განაჩენი უკვე გამოუტანა - ელგუჯა ბაგრატიონი

ქართველმა ხალხმა ივანიშვილს განაჩენი უკვე გამოუტანა, - ასე აფასებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი ბათუმში გუშნ გამართულ "ოცნების" ღონისძიებას. მისი თქმით, გუშინდელმა შეხვედრამაც ცხადყო, რომ "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშილის დრო წავიდა. 

რაღა დროს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“, ხალხო. გამოტანილი აქვს განაჩენი ქართველ ხალხს მასზე და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. ჯერ ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებაა ნათელი მაგალითი, როგორ ძალით მიიყვანეს ეს ხალხი და დაწყებულიც კი არ იყო, ეს ადამიანები უკვე გამოვიდნენ ამ შეხვედრიდან და ისე დასრულდა შეხვედრა, რომ ივანიშვილი ლამის, ფაქტობრივად, სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილ აქტივისტებს მიმართავდა, - ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი. 

ბათუმში გამართული საარჩევნო შეხვედრიდან ბიძინა ივანიშვილს ხალხი გაექცა. როგორც კი შუშის აკვარიუმში ოლიგარქი ჩადგა, ხალხი დაიფანტა. ამას ადასატურებს "პირველების" კამერის მიერ გადაღებული კადრებიც. არადა, ბათუმის ბულვარში ოლიგარქის მოსასმენად საჯარო მოხელეები მთელი აჭარიდან მოაბილიზეს.   

მსგავსი სიახლეები