სანიკიძე: ოცნების" ნაბიჯები ხელისუფლებაში მათი მოსვლის დღიდან მაპოლარიზებელია, აღვივებს შუღლსა და დაპირისპირებას და ამ მხრივ არც ეს არჩევნები გამოდგა გამონაკლისი

12.10.24 12:25
სანიკიძე: ოცნების" ნაბიჯები ხელისუფლებაში მათი მოსვლის დღიდან მაპოლარიზებელია, აღვივებს შუღლსა და დაპირისპირებას და ამ მხრივ არც ეს არჩევნები გამოდგა გამონაკლისი

"ქართული ოცნების" ნაბიჯები ხელისუფლებაში მათი მოსვლის დღიდან მაპოლარიზებელია, აღვივებს შუღლსა და დაპირისპირებას და ამ მხრივ არც ეს არჩევნები გამოდგა გამონაკლისი", - ამის შესახებ "ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის" სპიკერმა, ლევან სანიკიძემ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჩვენ ისევ ვნახეთ ახალი სტილის სისხლიანი ბანერები, ისევ ვნახეთ ნეგატიური კამპანია, მათ შორის, ჩვენს უკრაინელ ძმებთან მიმართებაში - ამბობს სანიკიძე.

"ზოგადად, "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული ნაბიჯები, ხელისუფლებაში მათი მოსვლის დღიდან, უკვე 12 წელია, არის მაპოლარიზებელი, აღვივებს შუღლსა და დაპირისპირებას და ამ თვალსაზრისით არც ეს არჩევნები გამოდგა გამონაკლისი, ჩვენ ისევ ვნახეთ ახალი სტილის სისხლიანი ბანერები, ისევ ვნახეთ ნეგატიური კამპანია, მათ შორის, ჩვენს უკრაინელ ძმებთან მიმართებაში ვნახეთ მათი ტრაგედიებით ბოროტად აპელირება, მაგრამ თამამად შემიძლია თქმა, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი, მათ შორის, ამ ბინძურ კამპანიასაც გასცემს პასუხს და ჩვენს ქვეყანაში ურთიერთდაპირისპირებას, პოლარიზებას, პოლიტიკური ნიშნით ერთმანეთის დევნას ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს", - ამბობს ლევან სანიკიძე.

ეუთო/ოდირის 26-გვერდიან ანგარიშში აღნიშნულია, რომ "საარჩევნო პროცესი დამკვიდრებული პოლიტიკური პოლარიზების, უწყვეტი პოლიტიკური დაძაბულობის, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობისა და გაერთიანებისა და გამოხატვის უფლების დაცვასთან დაკავშირებით წარმოშობილი შფოთის ფონზე მიმდინარეობს"

დოკუმენტში ნათქვამია, რომ "დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რამდენიმე რეკომენდაცია კვლავაც შეუსრულებელია, მათ შორის ის რეკომენდაციები, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობას, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, საარჩევნო კამპანის წარმართვასა და დაფინანსებას, საარჩევნო კამპანიის მედიასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის ჩარჩოს გაძლიერებას შეეხება".

მსგავსი სიახლეები