კობახიძის გზავნილები შინაარსობრივად მუქარაა, თუმცა ამის არავის ეშინია - გალდავა

12.10.24 13:25
კობახიძის გზავნილები შინაარსობრივად მუქარაა, თუმცა ამის არავის ეშინია - გალდავა

ირაკლი კობახიძის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავა მუქარად აფასებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ როგორც "ქართული ოცნების" სხვა წევრების, ასევე პრემიერის კომენტარების უკან არჩევნებში დამარცხებისა და ძალაუფლების დაკარგვის შიში იმალება. 

საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია გაავრცელოს ასეთი გზავნილები, რაც თავის მხრივ, შინაარსით არის მუქარა, მაგრამ ამ მუქარის არავის არ ეშინია. ეშინია საქართველოს ხელისუფლებას, რადგან იციან ყველა გამოკითხვის შედეგი, იციან, რომ პირწმინდად აგებენ არჩევნებს. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, ის დგას ქართველი ხალხის, კონსტიტუციის, ეროვნული ინტერესის გვერდით. მას შესაშინებელი არაფერი არ აქვს. ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს. ქართველი ხალხი ცხადია, აირჩევს ევროპულ არჩევანს", - ამბობს ლანა გალდავა.

ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს ისევ იმპიჩმენტით ემუქრება - ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ როდესაც ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ჩაინიშნება, სალომე ზურაბიშვილი მეორე დღესვე აღარ იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე.

მსგავსი სიახლეები