"უკანონოდ პირადი ინფორმაციის შეგროვება ფსიქოლოგიური ზეგავლენის ფორმაა" - ლომჯარია მოქალაქეებს მიმართავს

13.10.24 13:32
"უკანონოდ პირადი ინფორმაციის შეგროვება ფსიქოლოგიური ზეგავლენის ფორმაა" - ლომჯარია მოქალაქეებს მიმართავს

ყოფილი სახალხო დამცველი შაბათის ეთერში გასული სკანდალური რეპორტაჟის შემდეგ მოქალაქეებისთვის განმარტებას აკეთებს. ნინო ლომჯარიას თქმით, ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ მოქალაქეების პირადი მონაცემების შეგროვება და დამუშავება კანანონდარღვევაა და ხშირ შემთხვევაში, ეს ფსიქოლოგიური ზეგავლენის ფორმაა. 

უკანონოდ პერსონალური, პირადი მონაცემების შეგროვება, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ინფორმაციის დამუშავება კანონით არ შეიძლება. მითუმეტეს, როდესაც საჯარო სამსახურში ხდება ეს, რომელიც უნდა იყოს პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, განსაკუთრებით სამართალდამცავ ორგანოებზე, გასამხედროებულ უწყებებზეა საუბარი, ეს არის კანონდარღვევა. აქვე, მინდა ყველა ჩვენს მოქალაქეს ვუთხრა, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს არის ფსიქოლოგიური ზეგავლენის ფორმა, იმიტომ, რომ რამდენ სიაშიც არ უნდა შეგიყვანონ, საბოლოო ჯამში, ხმის მიცემა არის ფარული, - ამბობს ნინო ლომჯარია. 

სამინისტროებიდან საიდუმლო სიებმა გამოჟონა. სიაში შეყვანილი მოქალაქეების მონაცემების გადამოწმების შემდეგ, "შაბათის ეთერმა" მოიპოვა რწმუნება, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი საჯარო მოხელეებს იძულებულს ხდის, საკუთარი ოჯახის წევრებს თავისუფალი არჩევანი წაართვან და მმართველ პარტიას დაჰპირდნენ, რომ არჩევნების დღეს ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემენ.  

მსგავსი სიახლეები