ზეწოლა საჯარო მოხელეებზე - კოალიცია "ჩემი ხმა" "შაბათის ეთერის" რეპორტაჟის შემდეგ, გამოძიების დაწყებას ითხოვს
ზეწოლა საჯარო მოხელეებზე - "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის" მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, კოალიცია "ჩემი ხმა" საგამოძებო უწყებებს მოუწოდებს, საჯარო მოზელეების ზეწოლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყონ.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ლონდა თოლორაიას თქმით, გავრცელებული ინფორმაცია ქართული ოცნების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტების შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულია.
გავრცელებული ინფორმაციები აჩენს ეჭვს, რომ ადგილი აქვს პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვების და გამოყენების, ამომრჩევლის ნებაზე იძულებითი ზეგავლენის, სამსახურებრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენების და გადამეტების ფაქტებს, მაშასადამე, სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 157 - ე 164 -, 332 და 333 - ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს, თუმცა, საგამოძიებო უწყებებისგან, ამ ეტაპამდ,ე არ მოგვისმენია განმარტება ამ ფაქტების შესახებ.
მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძება აღნიშნულ ფაქტზე და უახლოეს ვადებში მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ჩატარებული გამოძიების შესახებ, ვინაიდან, ასეთი ფაქტები ზიანს აყენებს არამხოლოდ ინდივიდუალურ ამომრჩეველს, არამედ საარჩევნო პროცესს“, - განაცხადა თოლორაიამ.
სადამკვირვებლო მისიის წარმოამდგენლები, იურისტები, სამართალმცოდნეები ამომრჩეველს ურჩევენ, გააფერადონ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მათ სურთ.
მათი არჩევანი ფარულია და ვერავინ გაიგებს, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა არჩევნებზე.
სამინისტროებიდან საიდუმლო სიებმა გამოჟონა. სიაში შეყვანილი მოქალაქეების მონაცემების გადამოწმების შემდეგ, "შაბათის ეთერმა" მოიპოვა რწმუნება, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი საჯარო მოხელეებს იძულებულს ხდის, საკუთარი ოჯახის წევრებს თავისუფალი არჩევანი წაართვან და მმართველ პარტიას დაჰპირდნენ, რომ არჩევნების დღეს ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემენ.