"ევროპარლამენტის რეზოლუცია ადასტურებს, რომ ერთადერთი დაბრკოლება ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ივანიშვილის ანტიევროპული ხელისუფლებაა" - თინა ბოკუჩავა

14.10.24 13:03
"ევროპარლამენტის რეზოლუცია ადასტურებს, რომ ერთადერთი დაბრკოლება ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ივანიშვილის ანტიევროპული ხელისუფლებაა" - თინა ბოკუჩავა

"ევროპარლამენტის რეზოლუცია ადასტურებს, რომ ერთადერთი დაბრკოლება ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ივანიშვილის ანტიევროპული ხელისუფლებაა", - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ისტორიულ შანსს, ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, აუცილებლად დაიცავს. 

ევროპარლამენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი რეზლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და ერთადერთი დაბრკოლება ჩვენი ქვეყნისთვის, ევროინტეგრაციის გზაზე არის ბიძინა ივანიშვილის ანტიევროპული ხელისუფლება, რომელიც გვართმევს ჩვენი ისტორიული არჩევანის რეალიზების შანსს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ შანსს 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე აუცილებლად დაიცავს, - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდმარემ თინა ბოკუჩავამ.

ევროპარლამენტმა 9 ოქტომბერს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა. ეს არის პირველი რეზოლუცია საქართველოზე, რომელიც ახალი მოწვევის ევროპარლამენტმა მიიღო. ევრო დეპუტატები  ხუთი მთავარი პოლიტიკური ჯგუფიდან ევროკომისიას, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას სთხოვს. 

მსგავსი სიახლეები