სამადაშვილი საჯარო მოხელეებს: გახსოვდეთ, არავინ იცის, თქვენ ხმას ვის მისცემთ
როდესაც პირად მონაცემებს გთხოვენ, არღვევენ თქვენ უფლებებს, თქვენ ხართ ძალადობის მსხვერპლი, ხელისუფლების მხრიდან - ამის შესახებ კოალიცია“ ძლიერი საქართველოს“ ერთ -ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა და ამომრჩევლებს მოუწოდა, ხმა მისცენ ევროპულ მომავალს.
ამასთან, სამადაშვილმა პირობა მისცა ყველას, რომ, როცა ხელისუფლება შეიცვლება ამ ქმედებას აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი რეაგირება.
როდესაც ამ მონაცემებს გთხოვენ, პირველ რიგში არღვევენ თქვენ უფლებებს და ჩვენ ამაზე აუცილებლად მივცემთ სამართლებრივ რეაგირებას, ხელისუფლება როცა შეიცვლება და დამოუკიდებელი პროკურატურა და სასამართლო გვეყოლება, მაგრამ მანამდე, როდესაც ხმის მისაცემად მიხვალთ, გახსოვდეთ, არავინ იცის, თქვენ ხმას ვის მისცემთ და ხმა მიეცით ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და რუსეთის დაშინების, მონობის, ზეწოლის წინააღმდეგ. თქვენ დღეს პირდაპირ ხართ ძალადობის მსხვერპლი, ხელისუფლების მხრიდან“, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
შეგასხენებთ, რომ სამინისტროებიდან საიდუმლო სიებმა გამოჟონა. სიაში შეყვანილი მოქალაქეების მონაცემების გადამოწმების შემდეგ, "შაბათის ეთერმა" მოიპოვა რწმუნება, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი საჯარო მოხელეებს იძულებულს ხდის, საკუთარი ოჯახის წევრებს თავისუფალი არჩევანი წაართვან და მმართველ პარტიას დაჰპირდნენ, რომ არჩევნების დღეს ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემენ.