მამა გიორგი ზვიადაძე: ამბიონიდან პოლიტიკური მოწოდებები არ უნდა ისმოდეს

14.10.24 17:23
მამა გიორგი ზვიადაძე: ამბიონიდან პოლიტიკური მოწოდებები არ უნდა ისმოდეს

 

 

პროტოპრესვიტერი, მამა გიორგი ზვიადაძე "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს ეკლესია პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობს.

სასულიერო პირი აცხადებს, რომ  ამბიონიდან პოლიტიკური მოწოდებები არ უნდა ისმოდეს: 

რატომ უნდა იყოს ეს მოწოდებები არ მესმის. არ შეიძლება, ამბიონი პოლიტიკური მოწოდებებისთვის იყოს გამოყენებული"- აცხადებს მამა გიორგი. 

პროტოპრესვიტერს "პირველების" ჟურნალისტმა მეუფე სპირიდონის ქადაგებები შეახსენა, რაზეც მამა გიორგი ზვიადაძემ თქვა, რომ მას ამ წუთში, ამ საკითხზე პასუხის გაცემა არ შეუძლია, რადგან მაშინ თემა უნდა შეისწავლოს. 

"პირველები" შეეცადა სხალთელ მიტროპოლიტ სპირიდონს გასაუბრებოდა, თუმცა მან ჩვენი ჟურნალისტის არცერთ კითხვას არ უპასუხა. 

ცნობისთვის, სვეტიცხოველში მისული სასულიერო პირები დღეს მედიას ეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკაზე არ ისუბრებენ: 

  • ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილიც ამბობს, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი ყველა ადამიანმა თავად უნდა გააკეთოს და რაიმე მითითების მიცემა დაუშვებელია. 
  • ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი თვლის, რომ 26 ოქტომბერს ამომრჩეველმა არჩევენი საკუთარ სინდისზე დაყრდნობით უნდა გააკეთოს. 

მსგავსი სიახლეები