ადმინისტრაცია: პრეზიდენტი გილაურს შეხვდა, არ ვადასტურებთ რომ ის პრემიერობის კანდიდატია
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილსა და ნიკა გილაურს შორის შეხვედრა დღეს შედგა.
თუმცა, მათივე ინფორმაციით, გილაური პრემიერობის კანდიდატი არ არის.
პრეზიდენტი დღეს შეხვდა ნიკა გილაურს. არ ვადასტურებთ, რომ ნიკა გილაური პრემიერ- მინისტრობის კანდიდატია“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი ნიკა გილაურს შეხვდა . "პირველების" ინფორმაციით, ნიკა გილაურმა პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონკრეტული ხედვა და რეფორმების გეგმა გააცნო, რომელიც გილაურის დაფუძნებულმა არასამთავროო ორგანიზაციამ - რეფორმატიკმა მოამზადა. ამ გეგმის პრეზენტაცია თბილისში ხუთ ოქტომბერს შედგა.