საქართველო და მოლდოვა ევროპული გზის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან - შარლ მიშელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ევროკავშირის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს, რომლითაც მიშელმა ლიდერები 17 ოქტომბერს ევროპული საბჭოს სხდომაზე მიიწვია.
გავრცელებულ წერილში ნათქვამია, ევროპის საბჭო რამდენიმე პოლიტიკურ საკითხს, მათ შორის, საქართველოში არსებულ ვითარებას განილავს.
ევროპის საბჭო განიხილავს რამდენიმე პოლიტიკურ საკითხს, რომელიც ეხება ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებს, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში ვითარებას. ორივე ქვეყანა ევროპული გზის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას.
ევროპის საბჭოს პასუხისმგებლობაა, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებებში, განსაზღვროს კავშირის ზოგადი პოლიტიკური მიმართულებები და პრიორიტეტები და ჩამოაყალიბოს ჩვენი კოლექტიური პოზიცია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს საერთო ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, კიდევ უფრო გავაძლიერებთ EU-ის გავლენას გლობალურ სცენაზე," - ნათქვამია შარლ მიშელის წერილში.
ევროსაბჭომ საქართველოს თემაზე საგანგებო დებატები დანიშნა - ამის შესახებ ევროსაბჭოს რეგიონული კონგრესიდან “ტვ პირველს“ ახალი ამბების სამსახურს აცნობეს.
საგანგებო დებატები, რომელიც არჩევნებს უკავშირდება, ჩანიშნულია 17 ოქტომბერს.