ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანის გეგმა "ილიას გზაა" - ელისაშვილი
ღირსეული პენსიები, ევროკავშირში გაწევრიანება და სამუშაო ადგილების შექმნა - ეს სწორედ იმ თემათა ჩამონათვალია, რომლის შესახებაც კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
ალეკო ელისაშვილმა ახალგაზრდებს "ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანის" თითოეული პუნქტი გააცნო და განაცხადა, რომ "ილიას გზა" სწორედ ის სამოქმედო გეგმაა, რომლითაც კოალიცია საქართველოში არსებულ რეალობას შეცვლის.
რა უნდა გაკეთდეს 26 ოქტომბრის საღამოდან, რომ ეს ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანოთ? ამას "ილიას გზა" ჰქვია. მთავარი ამბებია, რომ ევროკავშირისკენ წავიდეთ, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. თქვენ იცით, როგორი სიკეთეა ევროკავშირი, რომ განათლება უკეთესია, ყველაფერი უკეთესია. ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნა გვინდა. გვინდა, რომ ისეთი ქვეყანა შევქმნათ, რომ ემიგრაციაში წასული მოქალაქეები დავაბრუნოთ სამშობლოში", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ძლიერი საქართველოს" ლიდერები სტუდენტებს ხვდებიან - კოალიციის წარმომადგენლები ახალგაზრდებს "ილიას გზას" და იმ კონკრეტულ გეგმებს აცნობენ, თუ როგორ აპირებენ 26 ოქტომბრის შემდეგ არსებული რეალობის შეცვლას.