რატი ბრეგაძე: ზურაბიშვილმა ზურგი გვაქცია
საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავლენიან გამოცემა Politico-სთან მიცემული ინტერვიუს შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციის პრეზიდენტი უწოდა.
"ზურაბიშვილმა ზურგი აქცია ყველა იმ ადამიანს, ვინც მას მხარი დაუჭირა" - ამბობს მინისტრი.
სალომე ზურაბიშვილმა ძალიან დიდი ხანია უკვე, რაც გახდა, მხოლოდ და მხოლოდ, იმ ადამიანების პრეზიდენტი, ვინც მას აყენებდა ძალიან დიდ შეურაცხყოფას. ყველასთვის კარგად ცნობილია, რა ეპითეტებით მოიხსენიებდნენ მას. ეს იყო დაუშვებელი, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით იმას, რომ პატივი უნდა სცეთ ადამიანის ღირსებას. სამწუხაროდ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა ზურგი აქცია ყველა იმ ადამიანს, ვინც მას მხარი დაუჭირა", - ამბობს რატი ბრეგაძე.
საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ საერთაშორისო გამოცემა Politico-ს მისცა.
ქვეყნის მთავარსარდალმა გავლენიან გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "თუ არჩევნებს პროევროპული ძალები და ქარტიის მხარდამჭერი პარტიები მოიგებენ, ალბათ, მათ გვერდით ვიქნები, რათა ქარტია ევროპულ საბჭოზე წარვადგინო და მოლაპარაკებების დაწყება უზრუნველყო".