ევროკავშირის ლიდერებმა დღეს თქვეს: "ან დასრულდება "ქართული ოცნება", ან დასრულდება საქართველოს ევროპული მომავალი! არჩევანი ხალხზეა" - ნაცვლიშვილი

18.10.24 22:17
ევროკავშირის ლიდერებმა დღეს თქვეს: "ან დასრულდება "ქართული ოცნება", ან დასრულდება საქართველოს ევროპული მომავალი! არჩევანი ხალხზეა" - ნაცვლიშვილი

"ევროკავშირის ლიდერებმა დღეს თქვეს: "ან დასრულდება "ქართული ოცნება", ან დასრულდება საქართველოს ევროპული მომავალი! არჩევანი ხალხზეა" - ასე ეხმაურება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ევროპის საბჭოს განცხადებას.

მისი თქმით, გადამწყვეტი არჩევნების წინ მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე იცოდნენ და არჩევანიც სწორედ ამის მიხედვით გააკეთონ. 

მკაფიოდ თქვეს დღეს ევროკავშირის ლიდერებმა და ეს განცხადება კიდევ ერთხელ გააჟღერა ელჩმა ჰერჩინსკიმ.  მე მინდა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს სიმართლე და ამ სიმართლეზე დაფუძნებით გააკეთოს არჩევანი: დღეს ევროკავშირმა მკაფიოდ და გაჭრილად თქვა: ან დასრულდება "ქართული ოცნება", ან დასრულდება საქართველოს ევროპული მომავალი! არჩევანი ქართველ ხალხზეა. აი, ასე დგას საკითხი.

თუ არ გვინდა, რომ დასრულდეს საქართველოს ევროპული მომავალი და დასრულდეს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, უნდა დავასრულოთ “ქართული ოცნება” 26 ოქტომბერს.  

ყოველდღიურად ვხედავ და ვისმენ მოქალაქეების განწყობებს. არავის  უნდა საქართველოს ევროპული მომავლის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასრულება, ამიტომ, ოცნებას მოუწევს, აიბარგოს. 

მათ ჰქონდათ უზარმაზარი შესაძლებლობა და 12 წელი, ემსახურათ ამ ქვეყნისთვის,  მათ ეს შესაძლებლობა რუსეთის სამსახურში გამოიყენეს. ამიტომ ოცნება დასრულდება. ქართველი ხალხი დიდ გამარჯვებას გაიფორმებს 26 ოქტომბერს", - აცხადებს ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს. საბჭო მოელის, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი.  

მსგავსი სიახლეები