დღეს კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ ბევრნი ვართ, ვისაც ევროპული მომავალი გვინდა - ლევან ლაუდაძე
დღეს კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ ბევრნი ვართ, ვისაც ევროპული მომავალი გვინდა, - ამის შესახებ მუსიკოსი ლევან ლაუდაძე საუბრობს. მისი თქმით, ევროპული მარში მნიშვნელოვანია, რათა წინასაარჩევნოდ ადამიანებმა ერთმანეტი კიდევ ერთხელ გაამხნევონ.
ეს არის კიდევ ერთხელ დაფიქსირება იმის, რომ რეალურად ბევრნი ვართ, ბევრი ადამიანია საქართველოში, ვისაც უნდა ევროპული მომავალი, ვისაც სურს ევროკავშირი. ერთის მხრივ, მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ დაინახავს ქართველი ერის, ქართველი ხალხის ნებას და მეორეც, ასეთი მარში აუცილებელია, რომ წინასაარჩევნოდ ერთმანეთი გავამხნევოთ ადამიანებმა, საკუთარ თავში რწმენა კიდევ უფრო ავამაღალოთ და მე მჯერა, რომ ერთობით აუცილებლად გამოვა ყველაფერი, - ამბობს მუსიკოსი.
"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ევროპული მარშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. თბილისი ევროპის დედალაქი დღეს კიდევ ერთხელ გახდება. საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მთლს ქალაქში მსვლელობა ზუსტად 17:00 საათზე 5 ლოკაციიდან დაიწყება. საბოლოო გაჩერება თავისუფლების მოედანია, სადაც ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გამოსულ ადამიანებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. სიტყვით გამოსვლების გარდა, დაგეგმილია აქცია-კონცერტიც.