ვისაც ჯერ კიდევ აქვს კითხვის ნიშნები, გაიმარჯვებს თუ არა დემოკრატია და თავისუფალი აზრი, ამ საღამოს მიხვდება, რომ განაჩენი გამოტანილია - ლევან სანიკიძე
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" ევროპულ მარშს გმირთა მოედნიდან შეუერთდება. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერი ლევან სანიკიძე საუბრობს. მისი თქმით, დღევანდელი საღამო ცხადყოფს, რომ ხელისუფლებისთვის განაჩენი უკვე გამოტანილია და იმარჯვებს დემოკრატია და თავისუფალი აზრი.
დღეს, არჩევნებამდე 6 დღით ადრე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაგონოთ ჩვენი სათქმელი მთელ მსოფლიოს, რომ ქართველებს გვსურს თავისუფლება, განვითარება, რომ უარს ვეტყვით იზოლაციას, ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მტრებისთვის და სეპარატისტებისთვის ბოდიშის მოხდას. ამ მიზნით დღეს ხუთ ლოკაციაზე იკრიბება მთელი საქართველო.
ჩვენ, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" 5 საათზე დავიძრებით გმირთა მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ. 7 საათზე თავისუფლების მოედანზე არის დიდი შეკრება, იქნება სახალხო ზეიმი, ჩვენ ვნახავთ, რა არის თავისუფალი საქართველო, იქნება უკიდურესად პოზიტიური განწყობა, აქ იქნებიან ადამიანები, რომლებიც იძულების წესით არ არიან მისული აქციაზე, იქნებიან ადამიანები, ვინც ბოლო გაფრთხილებას მისცემენ ბიძინა ივანიშვილს. ეს მარში იმდენად მასშტაბურია, რომ შეუძლებელია მისი მიწერა რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის ან ორგანიზაციისთვის.
ეს არის ზეპარტიული მარში, რომელშიც, მათ შორის, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტიც. მე დარწმუნებული ვარ, დღეს საღამოს, როდესაც ნახავენ ამ მშვიდობიან მანიფესტაციას, ყველა, ვისაც ჯერ კიდევ აქვს კითხვის ნიშანი, იმარჯვებს თუ არა საქართველოში დემოკრატია, ოპოზიცია და თავისუფალი აზრი, მიხვდება, რომ უკვე განაჩენი გამოტანილია", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ევროპული მარშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. თბილისი ევროპის დედალაქი დღეს კიდევ ერთხელ გახდება. საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მთლს ქალაქში მსვლელობა ზუსტად 17:00 საათზე 5 ლოკაციიდან დაიწყება. საბოლოო გაჩერება თავისუფლების მოედანია, სადაც ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გამოსულ ადამიანებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. სიტყვით გამოსვლების გარდა, დაგეგმილია აქცია-კონცერტიც.