დღევანდელი მარში იქნება ერთგვარი რეპეტიცია არჩევნების წინ - ეკა ნიჟარაძე

20.10.24 13:22
დღევანდელი მარში იქნება ერთგვარი რეპეტიცია არჩევნების წინ - ეკა ნიჟარაძე

საქართველო ევროპული მარშისთვის ემზადება - მსახიობ ეკა ნიჟარაძის თქმით, დღევანდელი მარში არჩევნების წინ ერთგვარი რეპეტიცია იქნება.

ნიჟარაძე ყველა ადამიანს მოუწოდებს, რომ დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე გავიდეს, მსვლელობებს შეუერთდეს და ყველამ ერთად დაანახოს მთელს მსოფლიოს, თუ რას ირჩევს საქართველოს მოსახლეობა და რომ ეს არჩევანი ცივილიზებული სამყაროა. 

''ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ ჩვენი რაოდენობა, რამდენი ვართ, როგორი მონდომებულები ვართ, როგორ ვაპირებთ, რომ ყველა ერთად მივიდეთ არჩევნებზე. ეს 20 რიცხვის აქცია იქნება, ერთგვარი რეპეტიცია არჩევნების წინ", - ამბობს ეკა ნიჟარაძე. 

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ევროპული მარშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება.  თბილისი ევროპის დედალაქი დღეს კიდევ ერთხელ გახდება. საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მთლს ქალაქში მსვლელობა ზუსტად 17:00 საათზე 5 ლოკაციიდან დაიწყება. საბოლოო გაჩერება თავისუფლების მოედანია, სადაც ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გამოსულ ადამიანებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. სიტყვით გამოსვლების გარდა, დაგეგმილია აქცია-კონცერტიც.  

მსგავსი სიახლეები