მარში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ციკლის ერთ-ერთი მთავარი მომენტია - ცისკარიშვილი

20.10.24 13:32
მარში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ციკლის ერთ-ერთი მთავარი მომენტია - ცისკარიშვილი

26 ოქტომბრის არჩევნებამდე 6 დღით ადრე დაგეგმილი ევროპული მარშის მნიშვნელობაზე "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი მედიასთან საუბრობს.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, დღევანდელი დემონსტრაცია რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების "ციკლის ერთ-ერთი მთავარი მომენტია".

პეტრე ცისკარიშვილი იმასაც ამბობს, რომ "ქართულმა საზოგადოებამ გაზაფხულზე მიღებული გადაწყვეტილება სწორედ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გაიფორმოს".

მოკლევადიანი მიზანი, რაც ერთი კვირის თავზე უნდა დასრულდეს, არის "ოცნების" ხელისუფლების ჩამოშორება ძალაუფლებიდან. ეს არის მკაფიო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის. ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გაზაფხულზე მივიღეთ ჩვენ, როგორც ქართულმა საზოგადოებამ, ერთმა მთლიანმა და გაზაფხულზე მიღებული გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს უნდა გავაფორმოთ. ეს მარში არის, პრაქტიკულად, ამ რამდენიმე თვიანი ციკლის ერთ-ერთი მთავარი მომენტი", - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ევროპული მარშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება.  თბილისი ევროპის დედალაქი დღეს კიდევ ერთხელ გახდება. საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მთელს ქალაქში მსვლელობა ზუსტად 17:00 საათზე, 5 ლოკაციიდან დაიწყება. საბოლოო გაჩერება თავისუფლების მოედანია, სადაც ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გამოსულ ადამიანებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. სიტყვით გამოსვლების გარდა, დაგეგმილია აქცია-კონცერტიც.   

მსგავსი სიახლეები