დღევანდელი მარშით ხელისუფლებას და რუსეთს უნდა ვუთხრათ, რომ ევროპულ მომავალზე უარის თქმას არ ვაპირებთ - სამადაშვილი
"დღევანდელი დემონსტრაციით ხელისუფლებას უნდა გავუგზავნოთ გზავნილი, რომ ისეთი დიდი უმრავლესობით ვაპირებთ მათ დამარცხებას, რომ ჩვენთვის ქართველი ხალხის გამარჯვების წართმევას ვერ გაბედავენ" - ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დღევანდელი ევროპული მარშით ქართველმა ხალხმა გზავნილი რუსეთსაც უნდა გაუგზავნოს და უთხრას, რომ ევროპულ მომავალზე უარის თქმას არ აპირებს.
დღევანდელი დემონსტრაციით უნდა გავუგზავნოთ გზავნილი ხელისუფლებას, რომ ისეთი დიდი უმრავლესობით ვაპირებთ მათ დამარცხება, რომ ვერც კი გაბედავენ ჩვენთვის ქართველი ხალხის გამარჯვების წართმევას და ასევე უნდა გავუგზავნოთ გზავნილი რუსეთს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, უარი ვთქვათ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალზე და რაც მთავარია, დავარწმუნოთ კიდევ ერთხელ ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და მეგობრები, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ნამდვილად არის ევროპა, ნამდვილად არის ევროპული მომავალი იმიტომ, რომ ისინი ელოდებიან სწორედ ქართველი ხალხისგან ამ გზავნილს", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ევროპული მარშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. თბილისი ევროპის დედალაქი დღეს კიდევ ერთხელ გახდება. საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მთელს ქალაქში მსვლელობა ზუსტად 17:00 საათზე, 5 ლოკაციიდან დაიწყება. საბოლოო გაჩერება თავისუფლების მოედანია, სადაც ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გამოსულ ადამიანებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. სიტყვით გამოსვლების გარდა, დაგეგმილია აქცია-კონცერტიც.
მსგავსი სიახლეები
[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია
პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც გახარიას გუნდის წევრმა დაიწყო.