"პირველების" ინფორმაციით, პრეზიდენტი დღეს თავისუფლების მოედნიდან საზოგადოებას მიმართავს
"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე სცენას დაიკავებს და ევროპული მარშის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც სალომე ზურაბიშვილი მსგავსი დემონსტრაციაზე საზოგადოების წინაშე სცენაზე გამოვა და პროევროპულად განწყობილ ქართველ ხალხს საკუთარ სათქმელს ეტყვის.
ახლა კი საინტერესოა, რა ექნება სათქმელი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 6 დღით ადრე ქვეყნის მთავარსარდალს.
"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ევროპული მარშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. თბილისი ევროპის დედალაქი დღეს კიდევ ერთხელ გახდება. საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მთელს ქალაქში მსვლელობა ზუსტად 17:00 საათზე, 5 ლოკაციიდან დაიწყება. საბოლოო გაჩერება თავისუფლების მოედანია, სადაც ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გამოსულ ადამიანებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. სიტყვით გამოსვლების გარდა, დაგეგმილია აქცია-კონცერტიც.
მსგავსი სიახლეები
[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია
პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც გახარიას გუნდის წევრმა დაიწყო.