ნუ შეგეშინდებათ, იყავით ძლიერები და მტკიცე, ცვლილება შესაძლებელია - როთი მარშის მონაწილეებს
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 6 დღით ადრე დაგეგმილ ევროპულ მარშს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი განცხადებით ეხმაურება.
გერმანელი პოლიტიკოსი "ქართველ მეგობრებს მშვიდობიან მსვლელობას უსურვებს" და ევროპულად განწყობილ საზოგადოებას სიძლიერისკენ მოუწოდებს - "იყავით მტკიცე, ცვლილებები შესაძლებელია".
როგორც როთი პლატფორმა "X"-ზე წერს, საქართველოს მომავალი სწორედ ქართველი ხალხის ხელშია.
ყველა ჩემს ქართველ მეგობარს ვუსურვებ მშვიდობიან მსვლელობას.
ნუ შეგეშინდებათ, იყავით ძლიერები და მტკიცე. ცვლილება შესაძლებელია!
საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია!
საქართველოს მომავალი დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპულია". - წერს როთი.
"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ევროპული მარშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. თბილისი ევროპის დედალაქი დღეს კიდევ ერთხელ გახდება. საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მთელს ქალაქში მსვლელობა ზუსტად 17:00 საათზე, 5 ლოკაციიდან დაიწყება. საბოლოო გაჩერება თავისუფლების მოედანია, სადაც ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გამოსულ ადამიანებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. სიტყვით გამოსვლების გარდა, დაგეგმილია აქცია-კონცერტიც.
მსგავსი სიახლეები
[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია
პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც გახარიას გუნდის წევრმა დაიწყო.