აქციას შევუერთდები არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე - აქუბარდია
თბილისის ქუჩებში დაგეგმილ მასშტაბურ მსვლელობას პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდიაც უერთდება - პარლამენტარი "პირველებთან" აცხადებს, რომ აქციაში მონაწილეობას არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე მიიღებს.
თეონა აქუბარდიას შეფასებით, დღევანდელი დემონსტრირებით ქართველი ხალხი მთელ ცივილურ სამყაროს დაანახებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.
მე პირადად ვაპირებ შეერთებას არა როგორც პარტია "გახარია საქართველოსთვის", არამედ როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე. ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად გავდივარ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ დასავლეთს და ერთმანეთს, რომ ჩვენ ვირჩევთ ევროპას. ეს არჩევანი 26 ოქტომბერს იქნება გამყარებული ქართველი ხალხის მხრიდან", - ამბობს თეონა აქუბარდია.
"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ევროპული მარშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. თბილისი ევროპის დედალაქი დღეს კიდევ ერთხელ გახდება. საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მთელს ქალაქში მსვლელობა ზუსტად 17:00 საათზე, 5 ლოკაციიდან დაიწყება. საბოლოო გაჩერება თავისუფლების მოედანია, სადაც ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გამოსულ ადამიანებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. სიტყვით გამოსვლების გარდა, დაგეგმილია აქცია-კონცერტიც.
მსგავსი სიახლეები
[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია
პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც გახარიას გუნდის წევრმა დაიწყო.