დღევანდელი მსვლელობა არის წინასწარი განაცხადი იმის, რაც 26 ოქტომბერს მოხდება - ბოკერია
პარტია "ფედერალისტების" ლიდერები, გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი ევროპულ მარშში მონაწილეობისთვის მოქალაქეებს რესპუბლიკის მოედანზე, 17:00 საათიდან ელოდებიან.
როგორც გიგა ბოკერია "პირველებთან" აცხადებს, "დღევანდელი მსვლელობა არის წინასწარი განაცხადი იმის, რაც 26 ოქტომბერს მოხდება".
"საქართველოს თავისუფალი მომავლის დაცვა ჩვენი მოვალეობაა" - აღნიშნავს ბოკერია.
დღევანდელ მარშს ვუერთდებით ჩვენ და ვიქნებით რესპუბლიკის მოედანზე 5 საათზე. დღევანდელი მარში არის წინასწარი განაცხადი იმისი, რაც მოხდება სულ რამდენიმე დღეში, 26-ში. ამ ქვეყნის საზოგადოებისგან, ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობისგან საკუთარი მტკიცე ნების დემონსტრირება იქნება დღეს მარშზე და რაც მთავარი, შემდეგ არჩევნებზე, რომ ამ ქვეყნის მომავლის, თავისუფლების, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის და ქვეყნის შიგნით მოქალაქეების თავისუფლების დაცვა ჩვენი მოვალეობაა", - ამბობს გიგა ბოკერია.
"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ევროპული მარშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. თბილისი ევროპის დედალაქი დღეს კიდევ ერთხელ გახდება. საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მთელს ქალაქში მსვლელობა ზუსტად 17:00 საათზე, 5 ლოკაციიდან დაიწყება. საბოლოო გაჩერება თავისუფლების მოედანია, სადაც ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გამოსულ ადამიანებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. სიტყვით გამოსვლების გარდა, დაგეგმილია აქცია-კონცერტიც.
მსგავსი სიახლეები
[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია
პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც გახარიას გუნდის წევრმა დაიწყო.