პროვოკატორები, რომლებიც ოცნების მილიონერი დეპუტატის სასტუმროდან პრეზიდენტს ლაზერს ანათებდნენ, სახეს პლედით იფარავენ

20.10.24 20:54
პროვოკატორები, რომლებიც ოცნების მილიონერი დეპუტატის სასტუმროდან პრეზიდენტს ლაზერს ანათებდნენ, სახეს პლედით იფარავენ

 

 

პროვოკატორების ჯგუფი, რომლებიც თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშზე  „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სიტყვით გამოსვლებს ლაზერს ანათებენ და ხელს უშლიან, სახეს პლედებით იმალავენ. 

საუბარია, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის სასტუმროში გამაგრებულ ახალგაზრდებზე, რომლებიც დეპუტატის  კუთვნილი  სასტუმროს აივანზე ამ წუთებშიც იმყოფებიან. მათ თან აქვთ ლაზერები, რომელსაც გამომსვლელებს ანათებენ.

"ოცნების" მომხრეების სამიზნე იყო რამდენიმე წუთის წინ სალომე ზურაბიშვილიც.

შეგახსენებთ, tvpirveli.ge-მ რამდენიმე წუთის წინ, გაავრცელა ინფორმაცია და ფოტო-მასალა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ "ოცნების" დეპუტატის ანტონ ობოლაშვილის სასტუმროს აივნიდან აქციის მონაწილეებს სიტყვით გამომსვლელებს ხელს უშლიდნენ საუბარში.

მსგავსი სიახლეები