პრემიერს დრონის გადაღებული კადრების და ოფიციალური სტატისტიკის არ სჯერა (ვიდეო)

21.10.24 15:37
პრემიერს დრონის გადაღებული კადრების და ოფიციალური სტატისტიკის არ სჯერა (ვიდეო)

 

 

საქართველოს პრემიერი მინისტრი კამერებთან ამტკიცებს, რომ ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია "ჩავარდა". ეს მაშინ, როცა "პირველების" კორესპოდენტმა ირაკლი კობახიძეს დრონით გადაღებული კადრები აჩვენა. 

ამასთან, ირაკლი კობახიძეს არ სჯერა  Visioner-ის, რომელიც წერს, რომ თავისუფლების მოედანზე ევროპულ აქციაზე 90 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.

პრემიერის მტკიცებით, იმ რაოდენობის ხალხის შეკრება, რაც გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ შეკრიბა, “ოცნებას“ მხოლოდ ერთ რეგიონში - ზუგდიდში ჰყავდა მობილიზებული.

თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე, იმისთვის, რომ ეს ჩავარდნა გადაეფარათ, ავრცელებდნენ ძველი აქციების კადრებს და მათ შორის, ჩვენი აქციის კადრები გაეპარათ. აქცია ჩაგივარდათ - ამ მოედანს არ სჭირდება დიდი რაოდენობით ხალხი. როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებ აქციას, თუ ვერ შეავსებ ადგილს, ე.ი აქცია ჩაგივარდა. რეალურად, რადიკალურმა ოპოზიციამ - კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ 1 კვირით ადრე დაამთავრა არჩევნები. 100 ათასი გაყავით 6 -ზე, 7 -ზე და მიიღებთ იმ რიცხვს, რომელიც რეალობაა.

ზუგდიდში, ერთ რეგიონში, დაახლოებით იგივე რაოდენობა გვყავდა შეკრებილი, რაც მთელმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ყველა პარტიამ ერთად, თავისი ენჯეოების ჩათვლით, შეკრიბა თბილისში.

გუშინ საგულდაგულოდ გადამალეს ყველა პარტია, ყველა ენჯეო, სცენაზე არცერთი არ ასულა, მაგრამ ხალხი მაინც ვერ მიიყვანეს “, - განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები