პრემიერი ამტკიცებს, რომ პლედებში ჩამალულ პარტიის მხარდამჭერებს აბულინგებენ
ირაკლი კობახიძე წუხს, რომ პლედებში ჩამალული მისი პარტიის მხარდამჭერები ამხილებს - პრემიერი ამტკიცებს, რომ მათ აბულინგებენ. მთავრობის მეთაურის მტკიცებით, "ქართული ოცნებს" დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის სასტუმროს ვერანდაზე, საგანგებოდ ასული და ლაზერებით შეიარაღებული ახალგაზრდები სამოქალაქო აქტივისტები არიან.
შეიძლება, მათი ნაწილი პარტიის წევრებიც იყოს მათი ნაწილი, მაგრამ ისინი არიან სამოქალაქო აქტივისტები. მე არ მიკვირს, რომ ასეთი ადამიანები მრავლად არიან. რომლებიც არ და ვერ მალავენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ. იქ, (პლედში ჩამალულთა შორის) არიან ადამიანები, რომლებიც ღიად მონაწილეობენ უამრავ შეკრებაში, რომელსაც "ქართული ოცნება აწყობს. თუ ვინმეს რამის უდა სცხვენოდეს, ეს არის ის ადამიანები, ვინც ნაცმოძრაობას ემსახურებით"- თქვა პრემიერმა.
ტვ პირველის ინფორმაციით, გუშინ, ევროკავშირის მხარდამჭერ მარშზე სცენაზე გამომსვლელებს სახეში ლაზერს ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ანათებდნენ.
სასტუმრო მონოგრაფის აივანზე ლაზერებით შეიარაღებულთა შორის იყვნენ ოცნების პარტაქტივის წევრები დათუნა არჩვაძე და საბა გორგაძე, რომელიც შპს ფაირიქსის მფლობელია.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ლაზერს გამომსვლელებს თბილისის მერის, კახა კალაძის პირადი მძღოლის შვილიც ანათებდა.
პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეს უკანასკნელი ამაღლების ქუჩაზე თავდასხმის ვიდეო კადრებშიც ჩანს.