ოცნების დეპუტატის მტკიცებით, ლაზერიან, პლედწამოხვეულ ახალგაზრდებს უბრალოდ სციოდათ

21.10.24 16:27
ოცნების დეპუტატის მტკიცებით, ლაზერიან, პლედწამოხვეულ ახალგაზრდებს უბრალოდ სციოდათ

 

 

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის მტკიცებით, ლაზერიან, პლედწამოხვეულ ახალგაზრდებს უბრალოდ სციოდათ. 

მმართველი პარტიის წევრის განცხადებით, პროვოკატორებისთვის გუშინ, 20 ოქტომბერს, პროევროპული აქციაზე გამომსვლელებისთვის ლაზერის მინათება არავის დაუვალებია. 

"ქართულ ოცნებას" არაფერში სჭირდება არვისთვის არაფრის დავალება. ვინც ანათებდა პირობითად ირაკლი კობახიძეს, ამაზე გქონდათ ინტერვიუს აღების მცდელობა? ნუ ეცდებით, პლედშემოხვეული ადამიანი გარეთ როცა ზის სიცივეში, აქიდან შექმნათ რაიმე განსაკუთრებული მოვლენა"- განაცხადა ქადაგიშვილმა. 

ზურაბიშვილს ურჩევნია, ვადის გასვლის მერე ხალხში არ გამოჩნდეს - ეს განცხადებახალხის ძალის წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა. 

ლაზერის მინათება კი არა, სალომე ზურაბიშვილს საერთოდ ურჩევნია, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, საზოგადოებაში არც გამოჩნდეს. იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებას თავისი ღირსება და მოთმინების რესურსი აქვს"- დასძინა მან. 

ტვ პირველის ინფორმაციით, გუშინ, ევროკავშირის მხარდამჭერ მარშზე სცენაზე გამომსვლელებს სახეში ლაზერს ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ანათებდნენ.

სასტუმრო მონოგრაფის აივანზე ლაზერებით შეიარაღებულთა შორის იყვნენ ოცნების პარტაქტივის წევრები დათუნა არჩვაძე და საბა გორგაძე, რომელიც  შპს ფაირიქსის მფლობელია.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ლაზერს გამომსვლელებს თბილისის მერის, კახა კალაძის პირადი მძღოლის შვილიც ანათებდა. 

პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეს უკანასკნელი  ამაღლების ქუჩაზე თავდასხმის ვიდეო კადრებშიც ჩანს.

 

მსგავსი სიახლეები