საქართველოში დემოკრატია შეიძლება, დაინგრეს - გიორგი კანდელაკი
"საქართველოს არცევები შტატებისთვის მნიშვნელოვანია. ეს არ არის მორიგი უბრალო არჩევნები შორეულ ქვეყანაში, სადაც დემოკრატია შეიძლება დაინგრეს" - ამის შესახებ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ პროექტების მენეჯერმა, გიორგი კანდელაკმა American Enterprises Institute-ის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ ორგანიზებულ პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე ცუდი სცენარი საქართველოსთვის იქნება, რომ რუსეთმა მთავარი გეოპოლიტიკური გამარჯვება მოიპოვოს საქართველოში
საქართველოს არჩევები შტატებისთვის მნიშვნელოვანია. ეს არ არის მორიგი უბრალო არჩევნები შორეულ ქვეყანაში, სადაც დემოკრატია შეიძლება დაინგრეს. ყველაზე ცუდი სცენარი საქართველოსთვის იქნება, რომ რუსეთმა მთავარი გეოპოლიტიკური გამარჯვება მოიპოვოს საქართველოში . მჯერა, რომ ეს შეერთებული შტატების ინტერესებისთვისაც დარტყმა იქნებოდა"- თქვა კანდელაკმა.