ცოლ-ქმრობა რუსულია? - პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ საარჩევნო კლიპი კრემლისგან არ მოუპარავთ

23.10.24 15:55
ცოლ-ქმრობა რუსულია? - პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ საარჩევნო კლიპი კრემლისგან არ მოუპარავთ

ცოლ-ქმრობა რუსულია? - ასე ცდილობდა დღეს პარლამენტის თავმჯდომარე იმის დამტკიცებას, რომ საარჩევნო კლიპი კრემლისგან არ მოუპარავთ.  

თქვენმა მაყურებელმა უნდა ნახოს ეს კლიპი ბევრჯერ, უნდა ნახოს, ვინ დგას მეორე მხარეს - უთხრა "ტვ პირველს" შალვა პაპუაშვილმა.

თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ცოლ-ქმრობა ეს რუსული მოვლენაა, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოჯახი და ცოლ-ქმრობა ეს არის რუსული მოვლენა. ნუ სასაცილოა. თქვენმა მაყურებელმა უნდა ნახოს ეს კლიპი ბევრჯერ, უნდა ნახოს, ვინ დგას მეორე მხარეს. მეორე მხარეს დგანან ადამიანები, რომლებმაც წამების სისტემა შექმნეს. მეორე მხარეს დგანან ადამიანები, რომელბცი საქართველსო დამოუკიდებლობას ხონჩით ართმევენ უცხო ძალებს. მოკლედ კარგია, გაავრცელეთ ეს კლიპი, ნახოს ბევრმა, რა სადისტებთან გვქონდა საქმე", - ამბობს შალვა პაპუაშვილი. 

"ოცნებამ" ახალი საარჩევნო ვიდეორგოლი გამოქვეყნა, რომელიც პუტინის 2018 წლის საარჩევნო კლიპის სრული ანალოგია. სცენარი ზუსტად იგივეა, შეცვლილია მხოლოდ პერსონაჟები. ორივე კლიპში ცოლ-ქმრის დიალოგია. "ქართული ოცნების" შემთხვევაში, სცენარის მიხედვით, კაცს "წინა ხელისუფლება" ესიზმრება, რუსულ საარჩევნო კლიპში კი - "ლგბტ პროპაგანდა".