"ოცნებას" ფანტაზიაც აღარ ჰყოფნის, მთლიანად ზიან რუსი აგიტატორების ფორმატებზე - ხიდაშელი "ოცნების" კლიპზე

23.10.24 16:19
"ოცნებას" ფანტაზიაც აღარ ჰყოფნის, მთლიანად ზიან რუსი აგიტატორების ფორმატებზე - ხიდაშელი "ოცნების" კლიპზე

"ოცნებას" ფანტაზიაც აღარ ჰყოფნის, მთლიანად ზიან რუსი აგიტატორების ფორმატებზე - ასე ეხმაურება თინა ხიდაშელი მმართველი გუნდის კლიპს, რომელიც პუტინის 2018 წლის საარჩევნო კლიპის სრული ანალოგია. 

ხიდაშელი ვარაუდობს, რომ "ოცნებას ლიცენზია აქვს მირებული კრემლსიგანდ ა ზუსტად იციან, რომ იდეის მოპარავის გამო არავინ უჩივლებთ.

პოლიტიკოსისთვის განსაკუთრებით სამწუხაროა ვიდეორგოლის ის ნაწილი, სადაც "ოცნება" სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ცდილობს თავის პოზიციონირებას".

სამწუხაროდ, უკვე ფანტაზიაც აღარ ჰყოფნით და მთლიანად ზიან რუსი აგიტატორების, დეზინფორმატების არა მარტო ნარატივებზე, არამედ ფორმატებზე. როგორც ჩანს, სრული ლიცენზიები აქვთ მიღებული, რომ არავინ არ შეედავებათ, არავინ არ უჩივლებთ, თუ ერთი-ერთზე გადაიტანენ რუსულ რეკლამებს. ყველაზე სამწუხარო ის ნაწილია, სადაც სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ცდილობენ თავის პოზიციონირებას. აი ამ მარაზმში, როდესაც ენმ-ს მაშინდელი მხარდამჭერებით, დამფინანსებლებით არიან თავად გარშემორტყმულები, პარლამენტების წევრები ჰყავთ, მურუსიძის პარტიად იქცა პრაქტიკულად ეს პარტია. აი ესე გამოუვიდა, რომ ანა დოლიძე, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის, გამოძიების, პროტესტის ერთ-ერთი მოთავე იყო, ჩვენთან ერთად, ამ რეკლამაში ფიგურირებს, როგორც თითქოს მეორე მხარე. მურუსიძე სად ახსოვთ და ანა დოლიძე სად ახსოვთ? დღეს ამ რეკლამას რომ უყურებენ, შეურაცხყოფილები არ არიან, რომ აი ასე ცდილობს მმართველი პარტია მათ გაბითურებას", - ამბობს თინ ხიდაშელი. 

"ოცნებამ" ახალი საარჩევნო ვიდეორგოლი გამოქვეყნა, რომელიც პუტინის 2018 წლის საარჩევნო კლიპის სრული ანალოგია. სცენარი ზუსტად იგივეა, შეცვლილია მხოლოდ პერსონაჟები. ორივე კლიპში ცოლ-ქმრის დიალოგია. "ქართული ოცნების" შემთხვევაში, სცენარის მიხედვით, კაცს "წინა ხელისუფლება" ესიზმრება, რუსულ საარჩევნო კლიპში კი - "ლგბტ პროპაგანდა".