წილოსანი აქციაზე წამოყვანილ მოქალაქეთა ნაწილს გაემიჯნა - დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ კადრები დადგმულია

23.10.24 17:47
წილოსანი აქციაზე წამოყვანილ მოქალაქეთა ნაწილს გაემიჯნა - დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ კადრები დადგმულია

 

 

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი არ გამორიცხავს, რომ კადრები, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებებმა და მათ შორის "ტვ პირველმა" გადაიღო, სადაც ჩანს "ოცნების" აქციაზე იძულებით ჩამოყვანილი ადამიანები, როგორ იფარავენ სახეს, დადგმულია. 

მმართველი პარტიის წევრმა დღეს არც ის გამორიცხა, რომ სხვადასხვა რეგიონში გადაღებული პირები "ტვ პირველის" მიერ დაქირავებული მსახიობები იყვნენ. 

"ტვ პირველი" ნამდვილად გამოირჩევა განსაკუთრებული სიგიჟეების მოფიქრებით. რაღაცა ჯგუფია შეკრებილი, ალბათ, ნოდარ მელაძის ინსპირირებით, ამგვარი ფანტაზიებით. რა თქმა უნდა, არავის არ სჯერა, რასაც თქვენ მოიგონებთ, იტყვით, დააბრალებთ, ამის ფაბრიკაციაც შეგიძლიათ, რესპონდენტიც შეგიძლიათ იპოვოთ, რა თქმა უნდა, დააორგანიზოთ ეს ყველაფერი, მსახიობებშიც არ გაქვთ პრობლემა და არც ამგვარ ადამიანებთან გაქვთ ურთიერთობის პრობლემა, ვინც ამ ყველაფერს შეიძლება იტყუებოდეს, ამიტომ, დაწყებული წინასაარჩვენო გარემოს დაბინძურებით, ეს ვითომ აიდი ბარათებთან დაკავშირებით მოგონილი ტყუილები, გაგრძელებული ამ აქციის დისკრედიტაციით, რომ თითქოს, ვინმე თავისი ნების საწინააღმდეგოდ შეიძლება მოდიოდეს ან რაღაცა ინტერესით, ინტერესი მოიკითხეთ თქვენკენ.

ყველა ადამიანს აქვს უფლება, უნდოდეს, გამოჩნდეს თუ არ გამოჩნდეს და იყოს თუ არა საჯარო", - ამბობს წილოსანი.

დღეს გავცრელდა ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, როგორ იფარებენ თავზე შარფებს ახალციხიდან “ოცნების” ღონისძიებაზე მიმავალი ხალხი.