დადასტურდა, რატომ დაკეტა ანტონ ობოლაშვილმა სასტუმრო - "მონოგრაფში" სნაიპერები არიან (ფოტო)
"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა - უმრავლესობის დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის სასტუმრო "მონოგრაფი" "ქართული ოცნების" ღონისძიების გამო დაკეტეს.
კადრებში, რომელიც TV პირველის კორესპოდენტებმა გადაიღეს, ჩანს, რომ სასტუმროს აივანზე სნაიპერები განათავსეს.
ცნობისთვის, ეს ის სასტუმროა, საიდანაც 20 ოქტომბერს, პრეზიდენტს და "ევროპული მარშის" გამომსვლელებს ლაზერებს ანათებენ.
დღეს "მონოგრაფში" "პირველებს" უთხრეს, რომ სასტუმრო მხოლოდ 1-დან 3 საათამდე იმუშავებდა. მიზეზად "კერძო ღონისძიება" დასახელდა.
ტვ პირველის ინფორმაციით, 20 ოქტომბერს, ევროკავშირის მხარდამჭერ მარშზე სცენაზე გამომსვლელებს სახეში ლაზერს ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ანათებდნენ.
სასტუმრო მონოგრაფის აივანზე ლაზერებით შეიარაღებულთა შორის იყვნენ ოცნების პარტაქტივის წევრები დათუნა არჩვაძე და საბა გორგაძე, რომელიც შპს ფაირიქსის მფლობელია.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ლაზერს გამომსვლელებს თბილისის მერის, კახა კალაძის პირადი მძღოლის შვილიც ანათებდა.
პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეს უკანასკნელი ამაღლების ქუჩაზე თავდასხმის ვიდეო კადრებშიც ჩანს.