ჩხრეკა გიორგი ნონიაშვილის სახლში - პოლიტიკოსის პირველი კომენტარი
ჩხრეკა გიორგი ნონიაშვილის სახლში - პოლიტიკოსი "პირველებთან" პირველ კომენტარს აკეთებს.
ნონიაშვილისთვის ეჭვებს იწვევს, რატომ წაიღო სამართალდამცველებმა არჩევნებამდე სამი დღით ადრე მისი პირადი დივაისები, როცა ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა აუხსნეს, რომ ჩხრეკა მისი ცოლის კომპანიას უკავშირდებოდა.
მე არ ვარ მომხრე ხოლმე შეთქმულების თეორიების, თუმცა პრობლემა არის ჩემთვის ხილული, რომ ჩემი ყველა კუთვნილი დივაისი საგამოძებო სამსახურს აქვს წაღებული, იმ პირობებში, როცა პოლიტიკურ საქმიანობას ვეწევი და იმ პირობებში, როცა ეს დივაისები ჩემი კუთვნილია და არანაირ კავშირში არ იყო ჩემი ცოლის სამსახურეობრივ საქმიანობასთან ან კონტრაქტორ კომპანიებთან. თუმცა, მანდ მეორე ნაწილია, იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება და ივანიშვილსი რუსული რეჟიმი ინტენსიურად ზეწოალს ახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე და ყველა იმ ინსტიტუტზე თუ ადამიანზე, რომელიც ამ ქვეყანაში რუსულ დეზინფორმაციაზე მუშაობს, ძალიან უცნაურად ებმება ეს ყველაფერი ერთმანეთს არჩევნებამდე სამი დღით ადრე", - ამბობს გიორგი ნონიაშვილი.
პოლიტიკოსის სახლში ჩხრეკა უკვე დასრულებულია - სამართალდამცელებმა პოლიტიკოსის სახლი დატოვეს.
გიორგი ნონიაშვილის მეუღლე ამბობს, რომ სახლიდან კომპიუტერები და ტელეფონები წაიღეს.