Concentrix-ის საქმიანობა ლეგალურია - მინისტრის პირველი კომენტარი
ვიცე-პრემიერი ადასტურებს, რომ საერთაშორისო კომპანია Concentrix Georgia-ს ქართულ ბაზარზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შემოვიდა.
"დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში გაირკვევა, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა" - თქვა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
"კონცენტრიქსი" არის კომპანია, რომელიც მოღვაწეობს BPO (ბიზნესპროცესების პროცესების აუთსორსინგი) სექტორში. დაგეთანხმებით, "აწარმოე საქართველოში"-ს პროექტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა შესწავლილი ეს სექტორი და ჩავთვალეთ, რომ ეს იყო დასაქმების კარგი წყარო და ავტორიტეტული საერთაშორისო BPO კომპანიების შემოყვანა მოვახერხეთ ქვეყანაში, რომელმაც დასაქმებას შეუწყო ხელი.
მე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში გაირკვევა, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა. სამართალდამცველების პრეროგატივაა, რომ გაარკვიონ კონკრეტულად რა ხდება ამ კომპანიასთან დაკავშირებით", - განაცხადა დავითაშვილმა.
ამერიკულ კომპანია Concentrix-ში საგამოძიებო სამსახური დღეს დილით შევიდა
Concentrix Georgia საქართველოს ბაზარზე 2021 წელს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით შემოვიდა.