"ოცნებას" საარჩევნოდ იმ ხალხის განეიტრალება უნდა, ვინც კარგად იცის, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა - ანა დოლიძე
Atlantic Council-ის თანამშრომლების სახლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ანა დოლიძე პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნებას" საარჩევნოდ იმ ხალხის განეიტრალება უნდა, ვინც კარგად იცის, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა.
დოლიძის თქმით, სწორედ ასეთი მეთოდებით მუშაობს რუსული კგბ-ც.
"ქართულ ოცნებას" უნდა, რომ გაანეიტრალოს ის ხალხი, საარჩევნოდ, ვინც კარგად იცის რუსული პროპაგანდა როგორ მუშაობს. რუსულ პროპაგანდას, კგბ-ს აქვს თავისი მეთოდები. ეს არის კონკრეტული მეთოდები, კგბ-ს დღის წესრიგი და კგბ-ს სახელმძღვანელოები და ახლა, რახან, როგორც ჩანს, ეს დღის წესრიგი ამუშავდება. ხალხი, ვინც იცის ამის გამოცნობა და ამის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს ხალხი უშლით ხელს. რა თქმა უნდა, ეს არის ზღვაში წვეთი, იმიტომ, რომ სინამდვილეში, ეს ცოდნა, როგორ უნდა ვებრძოლოთ რუსეთს და რუსეთის იმპერიას, არის საქართველოს მასებში, ამის განეიტრალება შეუძლებელია, თუმცა, ეს ფაქტები არის ალბათ დაშინების მცდელობა მსგავსი ხალხისთვის", - განაცხადა ანა დოლიძემ.
24 ოქტომბერს ფინანსური პოლიცია რამდენიმე ლოკაციაზე შევიდა:
- ამერიკულ ორგანიზაცია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკას ამ დრომდე ატარებენ.
- ფინანსური პოლიციის თანამშრომლები "შაბათის შოუს" მსახიობის, ონისე ცხადაძისა და მისი ძმის სახლშიც შევიდა
- ფინანსური პოლიცია ვალერი ტყეშელაშვილის მშობლების სახლსაც შევიდა
- ჩხრეკები ჩატარდა Atlantic Council-ის თანამშრომლების სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში.