ივანიშვილმა შტატებს სიგნალი გაუგზავნა - ზურა ჯაფარიძე სპეცოპერაციების სერიაზე

24.10.24 17:33
ივანიშვილმა შტატებს სიგნალი გაუგზავნა - ზურა ჯაფარიძე სპეცოპერაციების სერიაზე

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ Atlantic Council-ის ორი თანამშრომლის ბინაში ჩატარებული ჩხრეკა არჩევნებამდე ორი დღით ადრე ივანიშვილის მიერ გაგზავნილი სიგნალია ამერიკისთვის, რომ საქართველოში ის განაგებს ყველაფერს და ის არის ყველაფრის ბატონ-პატრონი ქვეყანაში. 

ჯაფარიძის თქმით, რამდენიმე დღის წინ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მიერ გაჟღერებული გზავნილი, რომ ცდილობს ამერიკასთან ურთიერთობა დაალაგოს, მხოლოდ მისი ამომრჩევლების დასარწმუნებლად გაკეთებული განცხადებაა და მეტი არაფერი. 

რამდენიმე დღის წინ, ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ თითქოს ის ცდილობს დაალაგოს ურთიერთობა შტატებთან. ეს ალბათ მისი მთავარი მესიჯი იყო საკუთარი ამომრჩევლების ნაწილის დასარწმუნებლად, რომ თითქოს, ურთიერთობა არ გაუფუჭებია დასავლეთთან, თუმცა არჩევნებამდე ორი დღით ადრე, როდესაც Atlantic Council-ის ორი თანამშრომლის ბინაში ვარდებიან და ჩხრეკას ატარებენ, გასაგებია, რომ ამერიკას უგზავნის სიგნალს, რომ აქ ის განაგებს ყველაფერს და რასაც უნდა იმას გააკეთებს. ანუ ერთი მხრივ, თავისი ამომრჩევლების გამოთაყვანებულ ნაწილს არწმუნებს, რომ ვითომ ალაგებს ამერიკასთან ურთიერთობას, მეორეს მხრივ კი ამერიკას უგზავნის სიგნალს, რომ აქ ის არის ბატონ-პატრონი", - ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

24 ოქტომბერს ფინანსური პოლიცია რამდენიმე ლოკაციაზე შევიდა: