პრეზიდენტი ჩხრეკებზე: ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა

24.10.24 20:27
პრეზიდენტი ჩხრეკებზე: ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა

ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა არჩევნებამდე, რომელსაც მიჩვეული ვართ და ვიცით, რომ ეს ხდება, ამას უნდა გავუძლოთ - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი რუსულ დეზინფორმაციასთან მებრძოლი მკვლევარების სახლებში ჩატარებულ სპეცოპერაციას. 

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიზანი არჩევნების წინ, ხალხის დაშინებაა: 

ეს იმისთვისაა, რომ ხალხი შეშინდეს, არ წავიდეს არჩევნებზე, ვიღაცას შეეშინდეს საკუთრი ხმის იმ ფორმით ჩაყრა ურნაში, როგორსაც თვითონ ფიქრობს. ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური მანიპულაციებია, რომელიც საქართველოს მოსახლეობაზე აღარ მუშობს და აღარ იმუშავებს.

გადასვლა სწორედ კოალიციურ მთავრობასა და პროევროპულ მთავრობაზე ჩვენი პოლიტიკური  რეალობა სწორედ ის უნდა იყოს, რომ აღარ იყოს საარჩევნო ზეწოლა და ადამიანების ამ ფორმით გამოყვანა მიტინგებზე, ძალით, ხვეწნით, თუ ფულით. ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს და დარწმუნებული ვარ, ჩაბარდება"- დასძინა სალომე ზურაბიშვილმა. 

24 ოქტომბერს ფინანსური პოლიცია რამდენიმე ლოკაციაზე შევიდა: