ივანიშვილს ძალიან მალე მოუწევს ხალხისთვის პასუხის გაცემა - გიორგი ბაჩიაშვილი

26.10.24 11:35
ივანიშვილს ძალიან მალე მოუწევს ხალხისთვის პასუხის გაცემა - გიორგი ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა - გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ დღეს "ეპოქალური არჩევნები" ტარდება. 

ყველა ქართველმა პატრიოტმა უნდა მისცეს ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობისთვის საქართველოს ევროპული გზას ხმა. ჩვენი ადგილი არის ევროპაში, და დღეს ამას ქართველი ხალხი, ნამდვილად, დაამტკიცებს"- თქვა ბაჩიაშვილმა. 

მან ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ შეფასებაზე მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ძალიან მალე მოუწევს ხალხისთვის პასუხის გაცემა. 

ბიძინა ივანიშვილს პასუხი ქართველი ხალხისთვის უნდა ჰქონდეს და ძალიან მალე მოუწევს მას პასუხის გაცემა.

სიმართლე არის იქ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ცვლილება და ცვლილება აუცილებლად მოხდება", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

დღეს ბიძინა ივანიშვილმა მედიას უთხრა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის გუშინდელ ინტერვიუს მისგან პასუხი არ სჭირდება - "იმას პასუხი არ სჭირდება. ინტერვიუ ნახეთ, იქ ყველაფერი იკითხება".

გიორგი ბაჩიაშვილმა, გუშინ tv პირველს ბიძინა ივანიშვილის მამხილებელი ინტერვიუ მისცა - მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა ქვეყნისთვის სახიფათოა.