ახლა მთავარი საკითხი დგას ასე: უნდა მოხდეს გაყალბებული არჩევნების შედეგების გადახედვა - პრეზიდენტი Reuters-თან

29.10.24 11:22
ახლა მთავარი საკითხი დგას ასე: უნდა მოხდეს გაყალბებული არჩევნების შედეგების გადახედვა - პრეზიდენტი Reuters-თან

საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების შედეგების გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს - Reuters-თან ინტერვიუში, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, გაყალბების ყველა იმ მეთოდის შესახებ საუბრობს, რომელიც, "ოცნება" არჩევნებზე გამოიყენა.

"ყოველთვის რთულია ამის დამტკიცება, მათ შორის ამერიკას არ შეეძლო დამტკიცება, როცა საუბარი იყო რუსეთის ჩარევაზე, თუმცა ჩვენი მიზანი არ არის რომ ქვეყნის გარეთ დავამტკიცოთ", - ეუბნება პრეზიდენტი Reuters და ხაზგასმით აღნშნავს, რომ ახლა "მთავარია ქართული ხალხი რას გრძნობს, ხედავს და განიცდის".

სალომე ზურაბიშვილი ეგზიტპოლების შედეგებსაც მიმოიხილავს და ამბობს, რომ კომპანიებს, რომლებმაც ეს ეგზიტპოლები ჩაატარეს, არ შეიძლება 15%იანი ცდომილება დაეშვათ. 

მე პრეზიდენტი ვარ, ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი და ჩემი როლი არ არის დესტაბილიზაცია. 
მოქალაქეები გამოდიან ისე როგორც გამოვიდნენ რუსული კანონის მიღების დროს. ახლა მთავარი საკითხი დგას ასე: უნდა მოხდეს გადახედვა არჩევნების შედეგების, რაც იყო გაყალბებული და ხალხისთვის უფლების მიცემა რომ მათ დაიცვან მომავალი. ისინი უბრალოდ იცავენ მათ მომავალს. ეს არ არის კონსტიტუციური წესრიგის გამოწვევა. ეს არ არის ის რასაც მე მხარს დავუჭერ და რასაც ხალხი ითხოვს. 
ქართულ ოცნებას  დაახლოებით 40%-იანი მხარდაჭერა, პროდასავლურ ოპოზიციას კი დაახლოებით 56%-იანი მხარდაჭერა აქვს. ეს აჩვენა ეგზიტოპლის შედეგებმა, რომელიც იმ კომპანიებმა ჩაატარეს, რომლებიც ეგზიტპოლებს ამ დრომდეც ატარებდნენ და არასდროს ჰქონიათ 2-3-%ზე მეტი ცდომილება. 15%იანი ცდომილება კი ვერ მოხდებოდა. ამას დაამტკიცებენ დამკვირვებლები. ყველა მეთოდი იყო გამოყენებული, პირადობის მოწმობების წართმევა, ბევრი ფული, ეთნიკურ უმცირესობებში ზეწოლა. ყოველთვის რთულია ამის დამტკიცება, მათ შორის ამერიკას არ შეეძლო დამტკიცება როცა საუბარი იყო რუსეთის ჩარევაზე. ჩვენი მიზანი არ არის რომ ქვეყნის გარეთ დავამტკიცოთ. მთავარია ქართული ხალხი რას გრძნობს, ხედავს და განიცდის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

ერთ დღეში სალომე ზურბიშვილმა ინტრვიუ 18 საერთაშორისო მედიას მისცა. 

  •